„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპოშმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება, მაგრამ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ კვარა ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მოედანზე იქნება.
„ვფიქრობ, მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება. მისი პროგრესი დავინახე, ამიტომ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ვფიქრობ, რომ მას შეუძლია გამოჯანმრთელება“, - თქვა კამპოსმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ 17 სექტემბერს, „ატალანტას“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ფრანგულ გუნდში მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა, დაზიანება „ლანსის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო.









