„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა. კერძოდ, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ მხარეები ახალ კონტრაქტზე და რატომ დატოვა იტალიელმა მეკარემ გუნდი:
„ძნელი იყო ჯიჯოს მოთხოვნების გაგება. ის იყო პირველი ფეხბურთელი, რომელთანაც გასულ სეზონში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ეს რთული იქნებოდა. მწვრთნელს სწრაფად ავუხსენით, რომ ეს რთული იქნებოდა და მან თქვა, რომ ტექნიკურად, მას შეეძლო სხვა გადაწყვეტილებების მიღება, რათა ბურთით უფრო გაძლიერებულიყო ჩვენი თამაში. გარდა ამისა, როგორც კი პსჟ უფრო ფრანგული შეგვიძლია გავხადოთ, ამას გავაკეთებთ.
კლუბი ყველაზე მნიშვნელოვანია და პსჟ-ში ეს შეიცვალა. რაც შეეხება დონარუმას, ამ გადაწყვეტილებამდე გარემოებების ერთობლიობამ მიგვიყვნა, რადგან მან მოითხოვა ძველი პსჟ-ს ხელფასი და არა ამჟამინდელი პსჟ-ს. ჩვენი პოლიტიკა დიდწილად დამსახურებაზეა დაფუძნებული: მეტს გამოიმუშავებ, როცა იმსახურებ და როცა თამაშობ. დონრუმას საკითხის განხილვას დრო დავუთმეთ, იძულებული ვიყავით გამოსავალი გვეპოვა. კლუბის სტაბილურობა არ შეიცვლება იმ მოთამაშის გამო, რომელსაც განსხვავებულად ყოფნა სურს. დავიცავთ პსჟ-ს. მწვრთნელი არ ანიჭებს უპირატესობას ფეხბურთელის სტატუსს ან წარმომავლობას. ეს ჩვენი პოლიტიკაა - ვარსკვლავი გუნდია, მთელი ჯგუფი“, - თქვა კამპუშმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ პსჟ-ში 2021 წლიდან ითამაშა, ხოლო „მანჩესტერ სიტისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.






