ფეხბურთი

10:26 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

RMC Sport: კვარაცხელია „ატალანტასთან“ ითამაშებს

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის პირველი რაუნდის მატჩში ითამაშებს, გვამცნობს RMC Sport. შეხვედრა ხვალ, 17 სექტემბერს გაიმართება პარიზში.

ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქართველი ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაშია და ლიგა 1-ის მე-4 ტურის მატჩში „ლანსთან“ (2:0) მიღებული ტრავმისგან გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ მატჩის 30-ე წუთზე წვივის კუნთის დაზიანება მიიღო და შეცვალეს. ქართველის გარდა, ფრანგული კლუბის კიდევ ორი ​​მოთამაშე დაშავდა იმ მატჩში: 57-ე წუთზე ტრავმის გამო მოედანი ლი კანგ-ინმა დატოვა, ხოლო 70-ე წუთზე ლუკას ბერალდოს შეცვლა დასჭირდა და ის საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092908