„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის „ტოტენჰემთან“ პირველი ტურის მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი მზად არის დადებითი შედეგის მისაღწევად.
„ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებთან ვაპირებთ თამაშს და გამარჯვებაზე ვოცნებობთ. შეჯიბრისთვის მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენს საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ, გამარჯვების შანსი გვექნება.
ეს პლანეტის საუკეთესო ტურნირია. გვინდა, ვისიამოვნოთ, კონკურენტუნარიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ და გამოცდილება მივიღოთ... მოუთმენლად ველით დაწყებას და ამბიციურები ვართ, რასაც ხვალ ვაჩვენებთ.“- განაცხადა მარსელინომ.
სავარაუდოდ, დღეს „ვილიარეალის“ ქართველი ახალწვეულის, ჟორჟ მიქაუტაძის დებიუტი შედგება ჩემპიონთა ლიგაზე.
„ტოტემჰემისა“ და „ვილიარეალის” მატჩი დღეს, 16 სექტემბერს გაიმართება ლონდონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.