ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის პირველი ტურის წინ, „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ფრანკმა, განაცხადა, რომ დიდ პატივს სცემს მეტოქეს, მაგრამ მისი გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა.
„ყოველთვის ღია ვარ სიახლეებისთვის. შარშან ტურნირს გვერდიდან ვუყურებდი, ახლა კი უნდა ვცადო და წარმატებით გავართვა თავი ამოცანას. საინტერესო და პერსპექტიული შეჯიბრია. არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმატია. ხვალ ჩემპიონთა ლიგის მატჩია, მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად.
ვფიქრობ, „ვილიარეალის“ მწვრთნელმა მარსელინომ, შესანიშნავი სამუშაო გასწია. მისი გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული და ორგანიზებული. სურს პირველ ნომრად თამაში. შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ვნახე. სერიოზული გამოცდა გველის.“ - თქვა ფრანკმა პრესკონფერენციაზე.
სავარაუდოდ დღეს „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ქართველი ახალწვეულის, ჟორჟ მიქაუტაძის დებიუტიც შედგება ჩემპიონთა ლიგაზე.
„ტოტენჰემისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი დღეს, 16 სექტემბერს გაიმართება ლონდონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.









