ფეხბურთი

12:54 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მზადაა „ფლუმინენსეს“ 40 წლის მცველი ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახოს

ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „ფლუმინენსეს“ 40 წლის მცველი ტიაგუ სილვა შესაძლოა ნაკრებში დაბრუნდეს. სილვა სექტემბერში 41 წლის გახდება და ბრაზილიის ნაკრებში 2022 წლიდან არ უთამაშია.

„მე მას კარგად ვიცნობ. როცა იქ ვიყავი, ის „მილანსა“ და პსჟ-ში მოვიდა. ცოტა ხნის წინათ ვისაუბრეთ. როდესაც ფეხბურთელს ნაკრებში გამოვიძახებ, ასაკს არ ვუყურებ. თუ სილვა ვინმეზე უკეთესია, პრობლემა არ არის. გასულ სეზონში მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მოდრიჩი იყო, რომელიც 39 წლის გახლდათ“, - ციტირებს ESPN ანჩელოტის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092376