კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო სეოანემ, თანამდებობა დატოვა.
კლუბის ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელი ევგენ პოლანსკი კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
„მივედით იმ დასკვნამდე, რომ მთავარი მწვრთნელის პოზიციაში ცვლილებები უნდა შევიტანოთ. ბუნდესლიგაში ათი თამაშის მოუგებელი სერიის შემდეგ, ჩვენ დავკარგეთ რწმენა, რომ შეგვიძლია წარმატებული ცვლილების განხორციელება ხერარდოსთან ერთად“, - თქვა „ბორუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა როლანდ ვირკუსმა.
სეოანე „ბორუსიას“ 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა. გასულ სეზონში, მისი თავკაცობით, გლადბახის გუნდმა ბუნდესლიგაში მეათე ადგილი დაიკავა. ამ სეზონში გუნდი სამი ტურის შემდეგ ერთი ქულით ცხრილში მე-15 ადგილზეა.