ფეხბურთი

13:47 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ეს ბიჭი უნდა შევინარჩუნოთ“. ჰოლანდმა შეაქო ფოდენის თამაში „იუნაიტედთან“ დერბის შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა შეაქო თავისი თანაგუნდელი ფილიპ ფოდენი. ნახევარმცველმა „ქალაქელების“ პირველი გოლი გაიტანა ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (3:0).

„ეს ბიჭი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ის ნამდვილად გვჭირდება. ეს არის ფილი. მთელი „მანჩესტერ სიტი“ ამას ელოდება და ჩვენ ყველა მას დავეხმარებით“, - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Manchester Evening News.

ამ სეზონში ფოდენმა ყველა ტურნირზე „მანჩესტერ სიტის“ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

ის „სიტის“ სისტემაში 2009 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092197