ფეხბურთი

14:26 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბენფიკას“ პრეზიდენტობის კანდიდატები კლოპისა და ამორიმის მიწვევას აპირებენ

„ბენფიკას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა კრისტოვაო კარვალიუმ განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში, ის მთავარ მწვრთნელ ბრუნუ ლაჟეს გაათავისუფლებს, იუწყება Bild.

წყაროს ცნობით, კარვალიუ შეეცდება დაარწმუნოს „ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომ ლაჟე შეცვალოს.

ამასობაში, „ბენფიკას“ პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, ჟოაუ ნორონია ლოპეშს, სურს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ლისაბონის კლუბში დააბრუნოს, სადაც ის მანამდე ცხრა წელიწადს თამაშობდა, იუწყება „The Times“.

49 წლის პორტუგალიელი ლაჟე „ბენფიკას“ 2024 წლის სექტემბრიდან წვრთნის. მისი კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. გუნდმა 2024/25 წლების სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

58 წლის გერმან კლოპი ამჟამად „ლაიფციგში“ საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორად მუშაობს, ხოლო 40 წლის პორტუგალიელ ამორიმს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გათვლილი.

თეგებიბენფიკა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091782