ფეხბურთი

14:50 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: „უეფამ ჩემპიონთა ლიგაზე ნამდვილი გარღვევა მოახდინა“

„ბაიერნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, დადებითად შეაფასა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფორმატი, რომელიც ჯგუფური ეტაპის ნაცვლად საერთო ეტაპით ტარდება.

„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი აშკარა გაუმჯობესებაა. ძველ ჯგუფურ ეტაპზე ყველაფერი ხშირად მეოთხე რაუნდის შემდეგ წყდებოდა. „ბაიერნი“ რეგულარულად გადიოდა შემდეგ ეტაპზე და ერთი ან ორი უაზრო მატჩი რჩებოდა.

უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. ის ფაქტი, რომ ოთხ საუკეთესო გუნდს - „ბაიერნს“, „რეალს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ - გასულ სეზონში პლეი-ოფში გასვლა დიდი ბრძოლის ფასად დაუჯდათ, ჩემთვის იმის დასტური იყო, თუ რამდენად საინტერესოა ეს ფორმატი.

დიდმა გუნდებმა გააცნობიერეს, რომ რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად თავიდანვე ყველაფერი უნდა გააკეთო, რადგან ეს ყველას სურს. ერთი წლის წინათ ბევრი რამ ჯერ კიდევ ახალი იყო, ზოგიერთი საუკეთესო კლუბი გარკვეული მატჩების მიმართ უფრო მოდუნებული გახლდათ. ახლა კი აშკარა პროგრესს ველი. გულშემატკივრებისთვის საერთო ეტაპი გაცილებით ემოციური გახდა. ისინი მუდმივად ამოწმებენ ტელეფონებს: სად არის „ბაიერნი“? სად არის „რეალი“? უეფამ ნამდვილი გარღვევა მოახდინა“, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bayern & Germany.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096599