გერმანიის ბუნდესლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს ძალიან მკაცრი სასჯელი გამოუტანა.
ქართველი ფორვარდი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ბუდუ „დორტმუნდთან“ მატჩის 22-ე წუთზე ფელიქს ნმეჩასთან უხეშობის გამო გააძევეს და კარიერაში პირველად მიიღო წითელი ბარათი. მოსალოდნელი იყო 2-მატჩანი დისკვალიფიკაცია, მაგრამ უფრო მკაცრი სასჯელი მიიღო.
ბუდუ „ჰაიდენჰაიმს“ „ჰამბურგის“, „აუგსბურგისა“ და „შტუტგარტის“ წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება - ერთი თვე. ის გუნდს მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ 18 ოქტომბერს, „ვერდერთან“ შეხვედრაში დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ ბუნდესლიგაში სამი უგოლო მატჩი ჩაატარა, ხოლო მას შემდეგ, რაც იანვარში „კარლსრუედან“ გადავიდა „ჰაიდენჰაიმში“ მხოლოდ ორი გოლი მიითვალა (გასულ სეზონში).