ფეხბურთი

15:48 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც კი ოდესმე გაუწვრთნია

ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ადრე ბევრ წამყვან ევროპულ კლუბს ხელმძღვანელობდა, დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც კი ოდესმე გაუწვრთნია.

„საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც კი ოდესმე გამიწვრთნია: რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ვინისიუს ჟუნიორი, დიდიე დროგბა“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Madrid Zone.

ადრე კარლო ანჩელოტი ტურინის „იუვენტუსს,“ „მილანს,“ ლონდონის „ჩელსის,“ „ევერტონს,“ „პარი სენ-ჟერმენს,“ მადრიდის „რეალს“, მიუნხენის „ბაიერნს“ და „ნაპოლის“ წვრთნიდა. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 66 წლის იტალიელმა სპეციალისტმა 31 ტიტული მოიგო. კარლომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 2025 წლის ზაფხულში ჩაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094436