"პარი სენ-ჟერმენის" კაპიტანმა მარკინიოსმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ატალანტასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ბრაზილიელს ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა, ხვიჩა კვარაცხელია, რასაც შემდეგნაირი პასუხი გასცა:
„ყოველთვის უკეთესია სრული შემადგენლობით თამაში, ასე მწვრთნელს შეუძლია არჩევანის გაკეთება. ვნახოთ, ვინ იქნება ხვალ მოედანზე. ვინც ითამაშებენ, ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. „ატალანტა“ 2020 წლიდან შეიცვალა - ახალი მწვრთნელი და სხვა მოთამაშეები არიან. თუმცა, ფილოსოფია მეტ-ნაკლებად იგივეა. ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს. შეიძლება გაუთვალისწინებელი მოვლენები მოხდეს. თუმცა, ამ გუნდის ძლიერი მხარე სწორედ ეს არის: სწრაფად ადაპტაციის უნარი, როდესაც საქმეები კარგად არ მიდის.
მზად ვიქნებით შეტევისა და დაცვისთვის. გვინდა, რომ მატჩში დომინირება მოვახდინოთ, ბურთი დიდხანს გვქონდეს და ბევრი შევუტიოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. იტალიურ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ითამაშებს. ითამაშებს თუ არა კვარა, ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს“, - თქვა მარკინიოსმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ატალანტას“ მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.






