ფეხბურთი

19:02 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ლომინაძე პორტუგალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

„ეშტორილის“ ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე პორტუგლიის ჩემპიონატის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

Portugal Liga-მ ტურის სიმბოლური Fantasy Football-ის ქულებით შეადგინა და ლომინაძე, რომელმაც 8 ქულა დააგროვა, ნახევარმცველებს შორის საუკეთესო 11-ეულში შევიდა.

ლომინაძემ გასულ ტურში „ავეშ სადს“ გოლი გაუტანა, რომელიც მისთვის პორტუგალიაში სადებიუტო იყო.

„ეშტორილმა“ სეზონში პირველად მოიგო და 5 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 სექტემბერს, „ჟილ ვისენტეს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167495