ფეხბურთი

19:54 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი: "ამორიმის ხელში "მანჩესტერი" გაუარესდა"

ვეტერანი ფეხბურთელი უეინ რუნი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ რუბენ ამორიმის ხელში რეგრესი აქვს.

რუნიმ აღნიშნა, რომ მას გუნდის წევრებთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ გულწრფელი უნდა იყოს და მისი აზრით, „მანჩესტერი“ გაუარესდა:

„რიოს (ფერდინანდი) ვესაუბრე ამის შესახებ. გვინდა, გუნდის, მწვრთნელის მხარდაჭერა, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ გულწრფელები, რადგან გულშემატკივრები სულელები არ არინ და გულწრფელდ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვხედავთ.

ეს ზოგჯერ არაკომფორტულ მდგომარეობაში გვაყენებს. რიო გუნდთან ერთად ჩიკაგოში იმყოფებოდა სეზონისწინა შეკრებაზე, მე ხშირად დავდივარ ბაზაზე შვილებთან ერთად. ეს არაკომფორტულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ გულწრფელები უნდა ვიყოთ იმის შესახებ, რასაც ვხედავთ - ამორიმის ხელში გუნდი კიდევ უფრო გაუარესდა“, - თქვა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგაში ოთხი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091845