ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ჯერ კიდევ საეჭვოა.
როგორც L’Equipe იყობინება, ქართველი ფეხბურთელის თამაში შანსი მაღალი არაა და ის არც სავარაუდო შემადგენლობაში ფიგურირებს. ცნობილი გამოცემის ვარაუდით, პსჟ-ს შეტევაში კვარას 17 წლის იბრაჰიმა მბაიე შეცვლის, ხოლო მასთან ერთად ტრიოს გონსალო რამოში და ბრედლი ბარკოლა დააკომპლექტებენ.
პსჟ-ს უსმან დემბელე და დეზირე დუეც ტრავმირებული ჰყავს. კვარას დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ თამაშის დღეს გადაწყდება მისი საკითხი, რაც ლუის ენრიკემაც დაადსტურა, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ რისკზე წასვლა არ უყვართ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ლანსთან“ მატჩში დაშავდა. პსჟ - „ატალანტას“ მატჩი 17 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.