ფეხბურთი

22:08 | 16.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ლივერპულში" ყველაზე მეტად მარტივი ფეხბურთის თამაში მომწონს"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლივერპულთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

არგენტინელმა აღნიშნა, რომ „ლივერპულში“ ყველაზე მეტად მარტივად თამაშის სტილი მოსწონს:

„ლივერპულში“ მომწონს მათი ვერტიკალურობა, ელვისებურად სწრაფი გადასვლები, მარტივი თამაშის ინტერპრეტაცია, ცენტრალური მცველის წინ მყოფი ვინგერები, საჯარიმოში მოსახვედრად ბევრი პასი არ სჭირდებათ და ეს სიმარტივე მეტყველებს ძალაზე გუნდისა, რომელსაც ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს და მწვრთნელი, რომელმაც არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა. რთულ თამაშს ვიხილავთ, მაგრამ ჩვენ განზრახული გვაქვს, თამაში იმ მიმართულებით წავიყვანოთ, სადაც ზიანის მიყენება შეგვიძლია“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 17 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085593