ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონი დაიწყო. ტრადიციულად სეზონი ორი მატჩით გაიხსნა, რომლებიც სტუმრებმა მოიგეს.
ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგაზე 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „ბილბაოს“ ესტუმრა, რომელიც მეორე ტაიმში გატეხა.
მიკელ არტეტას გუნდმა შეცვლებით მოიგო: ჯერ ლეანდრო ტროსარის პასით გაბრიელ მარტინელიმ გაიტანა, ხოლო შემდეგ მათ როლები გაცვალეს დ ტროსარმა შეაგდო. ორივე შეცვლაზე ჩაერთო თამაშში. „არსენალმა“ 2:0 მოიგო და 3 ქულით დაიწყო.
ბელგიის ჩემპიონმა და ტურნირის დებიუტანტმა „უნიონ სენ-ჟილმა“ სტუმრად პსვ ეინდჰოვენი 3:1 დაამარცხა. დევიდის და აიტ ელ ჰაჯის გოლებით ბელგიელებმა ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს.
მეორე ნახევარში ალექსის მაკალისტერის ძმამ, კევინ მაკალისტერმა სხვაობა სამამდე გაზარდა, ხოლო პსვ-ს მაქსიმუმი მარკ ვან ბომელის შვილის, რუბენ ვან ბომელის პრესტიჟის გოლი გამოდგა.
„ბილბაო“ – „არსენალი“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 მარტინელი (72), 0:2 ტროსარი (87)
პსვ ეინდჰოვენი - „უნიონი“ 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 დევიდი (9, პენ), 0:2 ელ ჰაჯი (39), 0:3 მაკალისტერი (81), 1:3 ვან ბომელი (90)