აზერბაიჯანის ჩემპიონმა „ყარაბაღმა“ ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე გასვლა შეძლო, ახლა კი, პირველივე ტურში გაიმარჯვა.
აზერბაიჯანულმა გუნდმა ლისაბონში, „ბენფიკა“ 3:2 დაამარცხა, თანაც, მე-16 წუთისთვის ორბურთიანი ჩამორჩენა ჰქონდა. ბარენეჩეასა და პავლიდისის გოლებით „ბენფიკა“ დაწინაურდა, აშკარა ფავორიტი იყო და თითქოს, ადვილი გამარჯვებისკენ მიდიოდა.
თუმცა, „ყარაბაღს“ სხვა გეგმები ჰქონდა: ლეანდრო ანდრადემ, დურანმა და კაშჩუკმა აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთის მორიგი დიდი ფურცელი დაწერეს.
„ყარაბაღმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ისტორიაში პირველი თამაში მოიგო და ასევე, პირველი აზერბაიჯანული გუნდია, რომელმაც ეს გააკეთა.
„ბენფიკა“ – „ყარაბაღი“ 2:3 (2:1)
გოლები: 1:0 ბარენეჩეა (6), 2:0 პავლიდისი (16), 2:1 ლეანდრო ანდრადე (30), 2:2 დურანი (48), 2:3 კაშჩუკი (86)