„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „ტოტენჰემთან“ მატჩის (0:1) შემდეგ მსაჯის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა.
ესპანელი სპეციალისტი ორჯერ ითხოვდა წითელ ბარათს, მათ შორის, 84-ე წუთზე, როდესაც მიკი ვან დე ვენმა გიორგი მიქაუტაძე წააქცია და თითქოს, ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო, მაგრამ მსაჯი მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.
„შედეგი უსამართლო იყო, იმის გათვალისწინებით, რაც ორივე გუნდმა გააკეთა. ვწუხვარ შედეგით და ვამაყობ იმით, თუ როგორ იბრძოლა და ითამაშა გუნდმა ძლიერ მეტოქესთან. სამწუხაროა, რომ ფრე მაინც ვერ მოვიპოვეთ. თუ ვინმე იმსახურებდა მეტს, ეს ჩვენ ვიყავით. ბევრისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამოცდილება იყო და მათ დაამტკიცეს, რომ ამ შეჯიბრში მონაწილეობის უნარი აქვთ.
ყველამ ვნახეთ ორი წითელი ბარათი, რომელიც მსაჯმა არ უჩვენა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებს, არადა, ისინი აშკარა იყო. მეორე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არ მესმის, როგორ არ უნდა მიეცა საერთაშორისო მსაჯს წითელი ბარათი ასეთი აშკარა ჯარიმისთვის. პირველიც საკმაოდ აშკარაა, თუმცა უნდა შევეგუოთ”, - თქვა მარსელინომ.
„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პირველ ოქტომბერს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, „ოსასუნას“ შეხვდება.