ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლონდონის "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეოთხე წუთზე გავიდა, ბერგვალმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, პასის ადრესატი რიჩარლისონი უნდა ყოფილიყო, თუმცა "ვილიარეალის" მეკარემ ლუის ჟუნიორმა გამოსვლისას უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამ ქმედებით ახალგაზრდა ბრაზილიელი მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. მის მიერ გატანილი გოლი არის ყველაზე სწრაფი გოლი, რომელიც მეკარეს აღნიშნულ ტურნირზე საკუთარ კარში გაუტანია.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძისთვის "ტოტენჰემთან" მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო იყო, ქართველმა მოედანზე შეუცვლელად იყო, ბოლოს საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს. თითქოს, „ტოტენჰემის“ მცველი მიკი ვან დე ვენი ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა რატომღაც სხვანაირად შეაფასა და ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.
„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პირველ ოქტომბერს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, ხოლო მომდევნო მატჩს 20 სექტემბერს, „ოსასუნას“ შეხვდება.