ფეხბურთი

10:58 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის გოლი და საგოლე გადაცემა "სიეტლის" წინააღმდეგ

MLS-ის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც "ინტერ მაიამიმ" საკუთარ მოედანზე "სიეტლ საუნდერსს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მე-12 წუთზე ლიონელ მესის პასის შემდეგ თავი ჟორდი ალბამ გამოიჩინა და "ინტერ მაიამი" დააწინაურა. პირველი ნახევრის ბოლოს მესიმ და ალბამ როლები გაცვალეს და ამჯერად ესპანელის პასით მესიმ გაიტანა და თავის გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შეძლეს გატანა, თავი იან ფრეიმ გამოიჩინა. "სიეტლის" ფეხბურთელებმა 69-ე წუთზე შეძლეს გატანა, თუმცა ეს შეხვედრის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ლიონელ მესის მიმდინარე ჩემპიონატში 20 გოლთან ერთად 12 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. შემდეგ მატჩს "ინტერ მაიამი" 21 სექტემბერს "DC იუნაიტედთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094854