ფეხბურთი

11:35 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "შედეგით იმედგაცრუებული ვარ, ვფიქრობ ამ თამაშში მეტის გაკეთება შეგვეძლო"

ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა, მაგრამ „ვილიარეალი“ „ტოტენჰემთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეოთხე წუთზე გავიდა. ესპანური გუნდის მეკარემ ლუის ჟუნიორმა უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე არაფერი შეცვლილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა:

"ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია და რა თქმა უნდა დებიუტით ძალიან ამყი ვარ, თუმცა შედეგით იმედგაცრუებული. რთული თამაში გამოვიდა და საგოლე მომენტების შექმნა საერთოდ ვერ შევძელით. მიუხედავად ყველაფრისა მატჩის ბოლოს კარგი მომენტის შექმნა შეგვეძლო, თუმცა დარღვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა. ვფიქრობ ამ მატჩში ბევრის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთია, ჩვენ შრომა უნდა გავაგრძელოთ და დაშვებული შეცდომები შემდეგ მატჩებში გამოვასწოროთ." - განაცხადა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე შეუცვლელად იყო, ბოლოს საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს. თითქოს, „ტოტენჰემის“ მცველი მიკი ვან დე ვენი ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა რატომღაც სხვანაირად შეაფასა და ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

გიორგი მიქაუტაძემ ესპანურ კლუბში ორი მატჩი ჩაატარა და ჯერ შედეგიანი მოქმედების გარეშეა.

0.098692