"სენტ ეტიენი" საფრანგეთის ლიგა 2-ის მეექვსე ტურში საკუთარ მოედანზე "რეიმსს" უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
ფრანგული გამოცემა peuple-vert.fr-ის ცნობით, გუნდთან ერთად ჯერაც არ უვარჯიშია ზურიკო დავითაშვილს, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო "კლერმონთან" მატჩი უკვე გამოტოვა. როგორც იწერებოდა, ქართველის დაზიანება სერიოზული არ იყო და მოედანზე დაბრუნებას მალევე შეძლებდა, თუმცა დიდია შანსი ზურიკომ მომდევნო შეხვედრაც გამოტოვოს.
„სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში 5 ტურის შემდეგ 11 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, „რეიმსს“ უმასპინძლებს. ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.







