ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ჩენგდუს ტურნირში იღებს მონაწილეობას (250 ქულიანი ATP ტურნირი). ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ორი შეხვედრა მოიგო და ტურნირის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ნიკოლოზის პირველი მეტოქე იაპონელი რეი საკამოტო (ATP 189) იყო, რომელსაც სამ სეტში 6:2, 3:6, 6:1 მოუგო, ხოლო კვალიფიკაციის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს აჯობა. პირველი სეტი ნიკოლოზმა 2:6 დათმო, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორა და ზედიზედ ორი სეტი ერთი და იგივე ანგარიშით 7:5, 7:5 მოიგო და ძირითად ბადეში გავიდა.
ჯერ ჯერობით ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ძირითად ბადეში უცნობია. ტურნირი 17 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის საპრიზო ფონდი 1 190 210 დოლარია.