62 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო 25 წლის შემდეგ ლისაბონის "ბენფიკაში" ბრუნდება. როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიცნიო რომანო იტყობინებიან, მხარეებს შორის შეთანხმება ყველა საკითხზე მიღწეულია და ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.
მოურინიო ბრუნო ლაჟეს ადგილს დაიკავებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ყარაბაღთან" განცდილი მარცხი არ აპატიეს და მატჩის დასრულების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ჟოზე მოურინიო ბოლოს "ფენერბახჩეში" მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ სწორედ "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მარცხის გამო გაათავისუფლეს. მოურინიო ლისაბონურ კლუბში 2000-2001 წლებში მუშაობდა, სადაც გუნდს მხოლოდ 10 მატჩში უხელმძღვანელა.