თამაშგარე

14:53 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი თანამემამულე ტელეწამყვანს ხვდება

დიდი უცნაური ვინმეა ბრაზილიელი ვინისიუს ჯუნიორი, რომელიც ჯერ იძახდა, ქალებში ნავარდს თავი დავანებე, რადგან სპორტული კარიერა ჩემთვის უმთავრესიაო. მერე კი იმდენ ქალთან გაბმულ რომანში გამოიჭირეს, რომ თამამად შეიძლება ითქვას, მის სიტყვებს აღარავინ ენდობა.

მადრიდის „რეალის“ 26 წლის მობურთალი ბოლოს თანამემამულე ტელეწამყვანთან და მოდელთან, ვირჯინია ფონსეკასთან შეამჩნიეს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა ბრაზილიაში ცნობილ მომღერალ ზე ფელიპეს და როგორც ჩანს დიდი ხანი სარეცელი არც და მან გაიცია.

სხვათა შორის, ზე ფილიპეს ვირჯინია ფონსეკასთან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ცხადია დედასთან ცხოვრობენ და თუკი ვინისიუსი ტრფიალებას გაასერიოზულებს, ერთბაშად სამი შვილის მამა გახდება, რაზეც ფეხბურთელი სავარაუდოდ ნაკლებად ოცნებობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092384