მადრიდის "რეალის" ინგლისელი ფეხბურთელი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ტრავმირებულია და "სამეფო კლუბს" მინიმუმ 6-8 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად "რეალის" გვერდმა დაადასტურა.
ჩატარებული სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ტრენტს მარცხენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთი აქვს დაზიანებული და მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი რეაბილიტაციის პროცესზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ტრენტმა აღნიშნული დაზიანება ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "მარსელთან" მატჩში მიიღო და მე-5 წუთზე შესაცვლელი გახდა.