ძიუდო

16:45 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სამართალდამცველებმა დააკავეს

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს თბილისში სამართალდამცველებმა დააკავეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან 3-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ზურაბ ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თუმცა მაშინ ოლიმპიური ჩემპიონი გირაოს სახით გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ზვიადაურმა 2004 წელს ათენში გამართულ ოლიმპიადაზე 90კგ წონით კატეგორიაში (ძიუდო) ოქროს მედალი მოიპოვა.

წყარო: "რადიო თავისუფლება"

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090402