ფეხბურთი

17:30 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელის" მწვრთნელი "რეალთან" მარცხზე: "სამარცხვინო პენალტია"

„მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ „რეალთან“ მატჩის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა, რომელმაც ფრანგული გუნდის კარში ორი პენალტი დანიშნა.

პირველ პენალტზე დე ძერბის პრეტენზია არ აქვს, მაგრამ მეორე პენალტზე, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა, ფიქრობს, რომ არ იყო დასანიშნი:

„ეს სამარცხვინო პენალტია, უბრალოდ არ არის. იგივეს ვიტყოდი მაშინაც, ჩვენს სასარგებლოდ რომ დანიშნულიყო. ჩემთვის ეს პენალტი არ არის, არასდროს. არც „ბერნაბეუზე“, „არც „ველოდრომზე“, არც „სოსიედადის“ სტადიონზე, არსად! არ მინდა დავა გავაღვივო, არანაირი ფარული მოტივი არ მაქვს, უბრალოდ ვამბობ, რომ პენალტი არ ყოფილა, წერტილი“, - თქვა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „მარსელი“ კილიან მბაპეს ორი პენალტით 2:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175959