ფეხბურთი

18:24 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "კონტე ტოპ მწვრთნელია, რომელმაც თავისი კვალი ყველგან დატოვა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტე შეაქო და აღნიშნა, რომ ძალიან რთულ მატჩს ელოდება:

„კონტეს, რომელიც ტოპ მწვრთნელია, ძალიან დიდ პატივს ვცემ. არ მიკვირს, რომ ყველა გუნდში დატოვა თავისი კვალი, სადაც იმუშავა და თითოეულს უნიკალური ხედვა შესძინა. მას ჩემი რჩევები არ სჭირდება, ძალიან რთულ მატჩს ველოდები. ტრავმებზე არ უნდა ვიწუწუნოთ, მაგრამ ჰოლანდის სიტუაციას ფრთხილად უნდა მივუდგეთ.

დე ბრუინი? მოუთმენლად ველოდები მატჩის შემდეგ მის ნახვას. მშვენიერია, რომ ისევ აქ არის. ის უნიკალური ფეხბურთელია. უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს შეუძლიათ სწრაფად ადაპტირება მოახდინონ სხვადასხვა სტილთან და დიდი დრო არ სჭირდებათ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველთვის საოცარი მეკარეები გვყავდა. ჯიჯო ჩვენთან დიდი ხნით სათამაშოდ მოვიდა და ცხადია, უმღლესი კლასის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170225