„მარსელის“ სპორტულმა დირექტორმა მეჰდი ბენატიამ „რეალთან“ მატჩის შემდეგ მეორე პენლტზე ისაუბრა, რომელიც ფრანგული გუნდის კარში დაინიშნა.
როგორც მან თქვა, მას ძველი განცდები დაუეფლა, რომელიც „რეალის“ წინააღმდეგ ფეხბურთელობისას ჰქონდა:
„ეს არის პენალტი, რომელთანაც შეგუება ძნელია, მაგრამ ეს უკვე განვიცადე, იგივე განცდები მაქვს ახლაც“, - თქვა ბენატიამ.
მაროკოელმა მიანიშნა 2018 წელს, „რეალი“ – „იუვენტუსის“ მატჩზე, როდესაც ბოლო წუთზე ის დააჯარიმეს ლუკას ვასკესის წინააღმდეგ და პენალტი დანიშნა, რითაც „რეალმა“ სხვაობა შეამცირა (1:3) და ამ გოლით ნახევარფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „მარსელთან“ მარცხდებოდა, მაგრამ კილიან მბაპემ პენალტებით დუბლი შეასრულა და ესპანურმა კლუბმა 2:1 მოიგო.