ქართველი ფეხბურთელი დავით სხირტლაძე კარიერას „გარეჯში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
სხირტლაძე ბოლოს „იბერიაში“ თამაშობდა, რომელიც დატოვა. 32 წლის ფეხბურთელს „ორჰუსში“, „სილკებორგში“, „სპარტაკ ტრანავაში“, „რიგაში“, „არკაში“, „დინამო თბილისში“, „ვიბორგსა“ და „ქოჯაელისპორში“ უთამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2016-2017 წლებში ოთხი მატჩი ჩაატარა.
„გარეჯი“ ეროვნულ ლიგაში 24 ტურის შემდეგ 22 ქულით მერვე პოზიციაზეა და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.