„მანჩესტერ სიტის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდში გადასვლა მისი ერთდერთი სურვილი და ვარიანტი იყო:
„ძალიან ნათლად განვაცხადე, რომ ჩემი სურვილი იყო „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა. ეს იყო ჩემი პირველი და ერთადერთი ვარიანტი, ერთადერთი, რაც მინდოდა.
მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, მიხარია, რომ აქ ვარ, ამ ფანტასტიკური გუნდის, ფანტასტიკური ოჯახის ნაწილი ვარ და ამ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „მანჩესტერ სიტის“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ შეუერთდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.






