ფეხბურთი

22:50 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტების ისტორიული ფრეები ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტური გრძელდება, სადაც კვიპროსის ჩემპიონმა „პაფოსმა“ ისტორიული ქულა მოიპოვა.

„პაფოსი“ დებიუტანტია და პირველივე მატჩში არ დამარცხდა. კვიპროსელები პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ გასვლაზე უგოლო ფრეს გამორჩნენ. ეს კიდევ უფრო აღსანიშნავი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ „პაფოსი“ 25-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა.

მეორე ტურში „პაფოსი“ „ბაიერნს“ უმასპინძლებს, „ოლიმპიაკოსი“ „არსენალს“ ესტუმრება.

ქულა მოიპოვა კიდევ ერთმა დებიუტანტმა „ბოდო გლიმტმა“. ნორვეგიის ჩემპიონი ჩეხეთის ჩემპიონ „სლავიასთან“ სტუმრად 0:2 მარცხდებოდა იუსუფა მბოჯის დუბლით, მაგრამ 78-ე და 90-ე წუთებზე დანიელ ბასის და სონდრე ფეტის გოლებით წონასწორობა აღადგინა - 2:2.

„ბოდო გლიმტი“ მეორე ტურში „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო „სლავია“ „ინტერთან“ გასვლაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094513