ფეხბურთი

1:48 | 18.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საუკეთესო გუნდებს უნდა ვეთამაშოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ გამარჯვებისა (4:0) და გოლის შემდეგ ისაუბრა.

ქართველი უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, რომლის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

„მოხარულები ვართ, რომ დღეს მოვიგეთ. „ატალანტა“ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი თამაში ჩვენი იყო. ყველაფერი ჩავდეთ თამაშში, ვეცადეთ ჩვენი თამაში გვეთამაშა და ეს ჩვენი დღე იყო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო შესანიშნავია, მაგრამ ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვება იყო. შესანიშნავი თამაში ვითამაშეთ და სასიამოვნო იყო. ბედნიერები ვართ, რომ მოვიგეთ, მატჩს კარგად ვაკონტროლებდით და ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. ჩვენთვის შესანიშნავი თამაში იყო. ვფიქრობ, კარგი გოლი იყო, კარგად არ მახსოვს, გასახდელში რომ შევალ, ვუყურებ. თუმცა, ვფიქრობ, „ასტონ ვილასთან“ უკეთესი გოლი გავიტანე. ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ უკეთ ვითამაშოთ. პატარა პრობლემა მქონდა, მაგრამ სამედიცინო შტაბი ძალიან დამეხმარა, დღეს სათამაშოდ მზად ვიყავი და 100%-ით დავიხარჯე.

წინ რთული თამაშები გველის, მაგრამ ნაწილობრივ ეს არის მიზეზი, რის გამოც გასულ სეზონში ჩემპიონები გავხდით. ვიცით, რომ ამ ტურნირის მოსაგებად საუკეთესო გუნდებს უნდა დაუპირისპირდე. ვეცდებით, მაქსიმალურად ვიბრძოლოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ვფიქრობ, რომ ვუმატებთ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ოქტომბერს, „ბარსელონს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091996