ფეხბურთი

1:30 | 18.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ კვარა მატჩის საუკეთესოდ დაასახელა: "მეტოქისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ გამარჯვებისა (4:0) და გოლის შემდეგ უეფასგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.

ქართველი უეფას ტექნიკურმა ჯგუფმა გამოარჩია და მის შესახებ უეფას საიტზე წერია:

„მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ბრწყინვალე იყო ერთი-ერთზე დუელებში და შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი გაიტანა. უამრავი შანსი შექმნა და თავისი დრიბლინგის უნარით მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა“, - აღნიშნულია უეფას ტექნიკური დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ოქტომბერს, „ბარსელონს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096904