„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ჩელსის“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (3:1) მიიღო მონაწილეობა და ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა.
Sky Sports-ის ცნობით, 39 წლის გერმანელი მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ შეჯიბრზე ასეთ მაჩვენებელს მიაღწია. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს (115), თომას მიულერს (110) და იკერ კასილიასს (101) აქვთ.
ნოიერმა კარიერაში ჩემპიონთა ლიგის 151 მატჩი ჩაატარა, 139 გოლი გაუშვა და 62-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. მანუელის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.