მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ახსნა, თუ რატომ დაამარცხა მიუნხენის გუნდმა „ჩელსი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურის შეხვედრაში. მატჩი, რომელიც გუშინ, 17 სექტემბერს „ალიანც არენაზე“ გაიმართა, „ბაიერნის“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა. კეინმა დუბლი მიითვალა.
„ფანტასტიკური შედეგი! ჩვენ ვითამაშეთ მართლაც ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ და 2:0 დაწინაურდით... იმედგაცრუებული ვიყავით, რომ ამის შემდეგ გოლი გავუშვით, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. არ მივეცით „ჩელსის“ საშუალება, სრულად გამოეყენებინა შესაძლებლობები, კერძოდ აქტიური პრესინგი.
შემდეგ „ლურჯები“ დაიღალნენ და სივრცე გაიხსნა. ეს იყო რთული, ფიზიკური თამაში. შედეგით კმაყოფილები ვართ“, - ციტირებს კეინის სიტყვებს Bayern & Germany სოციალურ ქსელში.