„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:4 მარცხზე კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, სხვაობა უზარმაზარი იყო. პირველი გოლის შემდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისინი აშკარად ჩვენზე ბევრად მაღლა დგანან.
ედერსონის, კოლაშინაცის, ლუკმანის და სკამაკას არყოფნა? ამან დიდი გავლენა მოახდინა. თუმცა, ამ მატჩმა ბევრი დადებითი რამ მოგვცა, რადგან დავინახე მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ამ დონეზე თამაში. დროთა განმავლობაში და ტრავმების გამოჯანმრთელების შემდეგ, ჩვენ კვლავ კონკურენტუნარიანები ვიქნებით.
გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ ისინი ყურადღებით გავაანალიზეთ. „შევამჩნიეთ, რომ მათ წინააღმდეგ უშიშრად მხოლოდ ისინი თამაშობდნენ, ვინც საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან,“- ციტირებს იურიჩის სიტყვებს RMC Sport.