„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ახსნა, თუ რატომ უყურა თამაშის პირველ ტაიმს ზედიზედ მეორედ „პარკ დე პრენსეს“ სტადიონის ტრიბუნიდან. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის პირველი რაუნდის დროს „ატალანტასთან“, რომელიც ფრანგული კლუბის გამანადგურებელი გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
„იგივე გავაკეთე, რაც წინა მატჩში, რადგან, როდესაც ტრიბუნაზე ვზივარ ბევრ ინფორმაციას ვიღებ, რომლის გამოყენებაც შესვენების დროს შემიძლია. თამაშის ყურება მინდორზე ყოფნისას სრულიად განსხვავებულია. დავინახე, რა იყო გასაუმჯობესებელი, დიდი დრო დავხარჯე იმაზე ფიქრში, თუ როგორ შეგვეძლო რაიმე შეგვეტანა თამაშისადმი ჩვენს მიდგომაში. ყოველთვის ღია ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩვენს თამაშს გააუმჯობესებს“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Washington Post.
ადრე ესპანელმა მწვრთნელმა ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „ლანსთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმს ტრიბუნიდან უცქირა. პარიზულმა გუნდმა ეს თამაში 2:0 მოიგო.