ულამაზესი ურუგვაელი მოდელი და მსახიობი სტეფანი ორტეგა (რომელიც ერთ დროს ლეგენდარული დიეგო ფორლანის გულისსწორი იყო) ამბობს, რომ მის სამშობლოში ლამაზმანებს ურუგვაის საფეხბურთ ნაკრების სახედ და „თილისმად“ წარმოჩენა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების გამო სურთ.
„იშვიათად მინახავს ურუგვაის სამოდელო სფეროში დასაქმებული გოგონა, რომელსაც ფეხბურთი გულრწფელად უყვარს. ამის მიუხედავად, ყველას სურს თავად იყოს ურუგვაის ნაკრების „თილისმა“, რადგან ეს მათ პოპულარობას მოუტანს, რაც ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია“ - ამბობს სტეფანი ორტეგა.
სხვათაშორის, იყო დრო, როდესაც სტეფანი თავად იწოდებოდა ურუგვაის ნაკრების სახედ და ეს მის იმჟამინდელ სატრფოს, დიეგო ფორლანს ძალიანაც ეამაყებოდა. როგორც ჩანს ამ გოგომ არ იცის, რომ ურუგვაი სულაც არაა გამონაკლისი და სხვა ქვეყნებშიც „თილისმას“ წოდება სწორედაც რომ კარიერული წარმატებისთვის სურთ.