ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა, რადგან ალბანეთის ნაკრებმა გადაასწრო.
სექტემბრის მატჩებში (თურქეთთან 2:3 და ბულგრეთთან 3:0) საქართველომ ფიფას რეიტინგში ორ ქულაზე ოდნავ მეტი გამოიმუშავა და მთლიანობაში 1377.32 ქულით 68-ე ადგილზეა.
ესპანეთის ნაკრები რეიტინგის ახალი ლიდერია, რომელმაც არგენტინას გადაასწრო. თურქეთი 27-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბულგარეთი 86-ე პოზიციაზეა.
...66. ალბანეთი - 1380.66
67. არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 1379.86
68. საქართველო - 1377.32
69. იამაიკა - 1377.22
70. კაბო ვერდე - 1363.21
არგენტინამ ლიდერის პოზიცია დაკარგა, რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა და მესამეა, ხოლო ესპანეთი პირველ პოზიციაზე გადავიდა. საფრანგეთი მეორე ადგილზეა. ათეულში დაბრუნდა იტალიის ნაკრები, ხოლო გერმანია მე-13 ადგილამდე დაქვეითდა.
1. ესპანეთი - 1875.37 ქულა
2. საფრანგეთი - 1870.92
3. არგენტინა - 1870.32
4. ინგლისი - 1820.44
5. პორტუგალია - 1779.55
6. ბრაზილია - 1761.6
7. ნიდერლანდები - 1754.17
8. ბელგია - 1739.54
9. ხორვატია - 1714.2
10. იტალია - 1710.06
ფიფას განახლებული რეიტინგი 23 ოქტომბერს გამოქვეყნდება.