„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილს შესაძლოა, ლიგა 2-ის უახლოესი მატჩი „რეიმსის“ წინააღმდეგ გაუცდეს.
როგორც „მწვანეების“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა თქვა, ქართველი შემტევი ჯერჯერობით, გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს.
„მაჰმუდ ჯაბერი ამ კვირაში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ისევე, როგორც ზურიკო დავითაშვილი. შეძლებენ თუ არა თამაშს, ხვალ უფრო გვეცოდინება“, - თქვა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. „სენტ ეტიენისა“ და „რეიმსის“ მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება.