მონტენეგროს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მირკო ვუჩინიჩი დაინიშნა.
41 წლის ვუჩინიჩს აქამდე მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება რ აქვს, მაგრამ ეროვნული ნაკრები ჩააბარეს.
ვუჩინიჩს მონტენეგროს ნაკრებში 2007-2017 წლებში 46 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი. საკლუბო კარიერაში ის „სუტიესკას“, „ლეჩეს“, „რომას“, „იუვენტუსის“ და „ალ-ჯაზირას“ ღირსებას იცავდა.