ჩოგბურთი

18:05 | 18.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ტურნირის მერვედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში, ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი ბილი ჰარისი ორ სეტში დაამარცხა.

შეხვედრა საათსა და 32 წუთს შორის გაგრძელდა. პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს ტაიბრეიკზე აჯობა, ხოლო მეორე სეტში უფრო დამაჯერებელი იყო და საბოლოოდ, 7:6 (7:5), 6:3 დაამარცხა.

ნიკოლოზმა 11 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ბრიტანელს 9 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის მოგების შედეგად მოხვდა. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ამჟამად რეიტინგში 114-ე ადგილზეა, მერვედფინალში ამერიკელ მაკენზი მაკდონალდს შეხვდება. მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093331