ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
62 წლის გამოცდილ სპეციალისტთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. თუმცა, მხარეებს ერთი წლით ადრე ურთიერთშეთანხმებით თანამშრომლობის გაწყვეტის უფლება ექნებათ.
ჟოზე მოურინიო ბოლოს „ფენერბჰჩეში“ მუშაობდა, საიდანაც სამი კვირის წინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ბენფიკასთან“ წაგების გამო დაითხოვეს. ჟოზეს კარიერა 2000 წელს სწორედ „ბენფიკადან“ დაიწყო, თუმცა, წარმატებებს სხვა კლუბებში მიაღწია: „უნიონ ლეირია“, „პორტუ“, „ჩელსი“, „ინტერი“, „რეალი“, „მანჩესტერი“, „ტოტენჰემი“ და „რომა“, სადაც მას ასევე უმუშავია.
„ბენფიკადან“ ორი დღის წინ ბრუნო ლაჟი დაითხოვეს „ყარაბაღთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის გამო.









