ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდობაში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი მოჭიდავე - ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე ფინალში გავიდნენ.
55 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამ ჩინელი ჰუოინ ში (9:1), რუმინელი დენის ფლორინ მიჰაი (3:2) და თურქი მუჰამეტ ემინ ჩაკირი (2:2) დაამარცხა. ის ფინალში 19 სექტემბერს ირანელ ფრაზად აჰმადი ბალოოტაკის შეხვდება.
82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ უკრაინელ რუსლან აბდიევს (6:1), რუს ადლეტ ტიულიუბაევს (5:4) და იაპონელ ტაიზო იოშიდას (8:5) აჯობა. ფინალში მისი მეტოქე ირანელი ღოლამრეზა ჯავად ფაროხისენჯანი იქნება.
დღესვე, 130 კგ წონით კატეგორიაში სულხან ბუიძემ იასპარეზა, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა პაველ ჰლინჩუკთან (0:9), რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველიც რეპეშაჟს მიღმა აღმოჩნდა. 77 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეჭიდავა რამაზ ზოიძეს, მაგრამ ხალიჩაზე გასვლა ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, სადაც საქართველომ გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.









