მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ლუის დიასმა განაცხადა, რომ ზაფხულში „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებები ჰქონდა, მაგრამ არჩევანი „ბაიერნის“ სასარგებლოდ გააკეთა და კმაყოფილია.
„ძალიან ბედნიერი ვარ „ბაიერნში“ ყოფნით, ეს შესანიშნავი კლუბია. „ბარსასთან“ მოლაპარაკებები იყო, ეს მართალია... რაც სატრანსფერო ბაზარზე ნორმალურია. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. ჩემს მომავალთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მივიღე“, - თქვა დიასმა.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ მაისურით დღემდე 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.