ფეხბურთი

0:22 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "არ შემეძლო კვარაცხელიასა და მისი აგენტისთვის ეს სიამოვნება მიმენიჭებინა"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ იანვარში ხვიჩა კვარაცხელია აუცილებლად უნდა გაეყიდა, რადგან არ შეეძლო მისთვის და მისი აგენტისთის იმის სიამოვნება მიენიჭებინა, რომ გუნდიდან უფასოდ წასულიყო.

დე ლაურენტისმა ამის შესახებ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ იტალიურ მედიასთან ისაუბრა:

„შესაძლოა კონტეც ღელავდა, რომ კვარა გავყიდე, მაგრამ არ შემეძლო მე-17 მუხლი რისკის ქვეშ დამეყენებინა. არ შემეძლო ფეხბურთელისა და მისი აგენტისთვის ეს სიამოვნება მიმენიჭებინა. ამიტომ, იანვარში აუცილებლად უნდა გაგვეყიდა. საბოლოოდ, სან ჯენარომ თავისი გააკეთა - კონტესა და ამ ბიჭებთან ერთად გამარჯვება მოვახერხეთ“, - განაცხადა დე ლაურენტისმა.

კვარაცხელია „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ მიმდინარე წლის იანვარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიამ დღემდე 37 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა. მან თითოჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092925